ბილდბოქსი

არის მრავალპროფილური კომპანია სამშენებლო სფეროში, რომელიც ახორციელებს როგორც სამშენებლო მასალების მიწოდებას, ასევე საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას სხვადასხვა პროექტზე.

about us hero image

შევქმნათ კომპანიის სახით საიმედო პარტნიორი, რომელიც აერთიანებს ხარისხიან მასალებს, პროფესიონალურ შესრულებასა და ეფექტურ მომსახურებას

ბილდბოქსი ორიენტირებულია პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე, მომხმარებელთან გამჭვირვალე თანამშრომლობასა და ოპერატიულ მუშაობაზე, რათა თითოეული პროექტი შესრულდეს დროულად, სტაბილურად და მაღალი ხარისხით.

სამშენებლო მასალები

ვაწვდით სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალებს სხვადასხვა მიმართულებით — წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის, თბოიზოლაციის, ჰიდროსაიზოლაციისა და სხვა სამშენებლო პოზიციებზე.ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოპერატიული მიწოდება, ხარისხიანი პროდუქცია და მოქნილი პირობები

საინჟინრო მომსახურება

BUILD BOX მუშაობს საინჟინრო სისტემების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს როგორც მასალებს, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.ჩვენი ამოცანაა პროცესის გამარტივება და სწორი გადაწყვეტის შეთავაზება კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად.

სამშენებლო სერვისები და სამუშაოები

ვთავაზობთ შიდა ლესვით და ფასადის სამუშაოებს სანდო პარტნიორი გუნდების მონაწილეობით.ჩვენი მიზანია კლიენტს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს არა მხოლოდ მასალა, არამედ მისი ეფექტური შესრულებაც ერთიანი პროცესის ფარგლებში.

ჩვენი პარტნიორული ქსელი

მასალების სანდო წყაროები

იმპორტი

პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ვანხორციელებთ კონკრეტული მასალების მოძიებასა და იმპორტს, რათა მაქსიმალურად ზუსტად დავაკმაყოფილოთ კლიენტის მოთხოვნა.

ადგილობრივი პარტნიორები

ჩვენ ვთანამშრომლობთ სამშენებლო მასალების წამყვან იმპორტიორებთან და მომწოდებლებთან ადგილობრივ ბაზარზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქცია და მოქნილი პირობები

მზად ვართ თანამშრომლობისთვის

თუ ეძებთ საიმედო პარტნიორს სამშენებლო მასალების მიწოდების, სამშენებლო სერვისებისა და საინჟინრო მომსახურების მიმართულებით, ბილდბოქსი მზად არის გახდეს თქვენი პროექტის ნაწილი.